გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, დონბასში პრორუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა

11:08, 02.11.2021

დონბასში პრორუსული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

შტაბის ცნობით, პირველ ნოემბერს დონბასში მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 11-ჯერ დაარღვია, რა დროსაც, გამოიყენა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

მსგავსი