გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტისას 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტისას 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 2018 წლის ბოლომდე 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს გაერო ავრცელებს.

დონბასში გარდაცვლილებს შორის 3 300 სამოქალაქო პირია, 4 000 – უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო, 5 500 – რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული მებრძოლი. გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დროს დაშავდა 30 ათასამდე ადამიანი.

მხოლოდ 2018 წელს, დონბასში საომარი მოქმედებების დროს 55 სამოქალაქო პირი დაიღუპა.