გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში აცხადებენ, რომ „თალიბანის“ მიერ დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, თალიბებმა დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს სააგენტომ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„გვსურს, დავადასტუროთ ინფორმაცია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დავალებით მომუშავე ორი ჟურნალისტის და მათთან ერთად მომუშავე ავღანელების გათავისუფლების შესახებ. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წუხილი გამოთქვა და დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენ კვლავ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.
მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ქაბულში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა, მათ შორის იყო „ბიბისის“ ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორსი.
We are relieved to confirm the release in Kabul of the two journalists on assignment with UNHCR, and the Afghan nationals working with them.
We are grateful to all who expressed concern and offered help.
We remain committed to the people of Afghanistan.
— UNHCR, the UN Refugee Agency (@Refugees) February 11, 2022