ფუტსალში ევრო 2018-ზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

09:32, 05.02.2018

სლოვენიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში. გუშინ დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბოლო შეხვედრაში ესპანეთმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა აზერბაიჯანის ნაკრები და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ მატჩის შემდეგ, სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები:

სლოვენია-რუსეთი
სერბეთი-ყაზახეთი
პორტუგალია-აზერბაიჯანი
ესპანეთი-უკრაინა

მატჩები 5-6 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი