მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ დაბიში RAF-ის ტურნირზე იჭიდავებს #1TVSPORT
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
დვალიშვილი საჭიდაო ხალიჩაზე პიოტრ იანთან გამართული მძიმე, ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, სულ რაღაც სამ კვირაში დაბრუნდება.
24 ოქტომბერს UFC 333-ზე ქართველმა მებრძოლმა იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება ვერ მოახერხა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება დვალიშვილის მეტოქე RAF-ის ტურნირზე.
14 ნოემბრის ღონისძიება აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება. საღამოს მთავარი დაპირისპირება ხამზატ ჩიმაევსა და კოლბი კოვინგტონს შორის შედგება. ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებენ არმან ცარუკიანი, უმარ ნურმაგომედოვი და სხვა ცნობილი მებრძოლები.
WHO’S FACING THE MACHINE?
Merab Dvalishvili joins the #RAFABUDHABI card on November 14 at Etihad Arena.
Opponent reveal coming soon.
Tickets in bio. Watch on @foxnation in the U.S. https://t.co/ePDr8h6lZY
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) November 3, 2026