ფუტსალის ლიგა - კსუ საჩემპიონო სერიაში ისევ დაწინაურდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - კსუ საჩემპიონო სერიაში ისევ დაწინაურდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში საჩემპიონო ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) მოქმედ ჩემპიონს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დაუპირისპირდა.

პირველ ორ მატჩში მეტოქეებმა თითო მოგება გადაინაწილეს. გამარჯვებული ვერც ახალ ოლიმპიურ სასახელში გამართულ ამ შეხვედრის ძირითად დროში გამოვლინდა. დებულებით, დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც კსუ-მ უკეთ შეასრულა 3:1 და ფინალურ სერიაში ისევ დაწინაურდა – 2:1.

ფინალურ სერიაში ბრძოლა 3 მოგებამდე გრძელდება. კსუ-ს და თსუ-ს მორიგი დაპირისპირება, პარასკევს 25 ივნისს გაიმართება. მატჩი ახალ ოლიმპიურ სასახელში 15:30 საათზე დაიწყება.