ფუტსალი | ქართველი მეკარის აღიარება - კუპატაძე „იუგრას“ წლის მოთამაშეა #1TVSPORT
ფუტსალი | ქართველი მეკარის აღიარება - კუპატაძე „იუგრას“ წლის მოთამაშეა #1TVSPORT

ზვიად კუპატაძე რუსეთის თასის მფლობელი „იუგრას“ წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

გამოკითხვა რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა და გულშემატკივართა უმრავლესობამ ხმა ქართველ მეკარეს დაუჭირა.

„დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მხარი დამიჭირა“ – ასე გამოეხმაურა კუპატაძე აღიარებას.

ზვიად კუპატაძე 41 წლისაა და ფუტსალს უკვე 22 წელია თამაშობს. იგი უცხოეთში პირველად 2001 წელს წავიდა და აზერბაიჯანულ კლუბში, „ამმკ-აზერსელში“ (2001-2002) გამოდიოდა. 2002 წელს „იბერია სტარში“ ჩაატარა რამდენიმე მატჩი უეფა-ს ფუტსალის თასზე. 2002 წელს გადავიდა რუსულ კლუბ „ტიუმენში“, სადაც მალე გახდა მთავარი მეკარე. 2004 წლის ზაფხულში გადავიდა „ტტტ-იავაში“, რომელიც შემდეგ „იუგრა“ გახდა.

იუგრაში“ გატარებული წლების განმავლობაში კუპატაძემ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, სამჯერ გახდა სუპერლიგის ვერცხლის მედალოსანი, ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ოთხჯერ – რუსეთის თასი. 2016 წელს კი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 20 წელია, კუპატაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრებში თამაშობს და დღემდე მისი კაპიტანია. 2022 წელს კი ნაკრების ფორმით პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

მიღწევები

რუსეთის ჩემპიონი (2): 2014/15, 2017/18

რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (5): 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019/20

რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (4): 2006/07, 2008/09, 2011/12, 2016/17

რუსეთის თასის მფლობელი (5): 2011/12, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2020/21

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2015/16

თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1): 2012 წ