ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს გადასცემს, – ამის შესახებ „ტაიმაუტის“ წამყვანმა, პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა გია თვალაბეიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები ნიდერლანდებში 19 იანვარს გაემგზავრებიან, სადაც კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში ჩაატარებს. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

ევრო 2022 ფინალური ეტაპის კალენდარი

ტური 1

22 იანვარი. 17:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

საქართველო – აზერბაიჯანი

ტური 2

26 იანვარი. 20:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

ბოსნია-ჰერცოგოვინა – საქართველო

ტური 3

29 იანვარი. 20:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

საქართველო – ესპანეთი