ავთანდილ ასათიანი - ევრო 2022-ზე ძალიან რთული გზა გველის, მაგრამ აქამდე მისვლა უკვე სასიამოვნოა #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ევრო 2022-ზე ძალიან რთული გზა გველის, მაგრამ აქამდე მისვლა უკვე სასიამოვნოა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა, ტაჯიკეთის ეროვნულ გუნდს 10:1 სძლია და ნიდერლანდებში გამგზავრებამდე მშვენიერი განწყობა შეიქმნა.

მატჩის შემდეგ ფუსტალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა.

„სულ რამდენიმე დღეში რადიკალურად სხვა თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, მოგება კარგია, რადგან განწყობა შევიქმენით. კიდევ უფრო კარგი დიდი ანგარიშით გამარჯვებაა, რადგან ბიჭები ამ მოგებით კიდევ უფრო თავდაჯერებულები გახდებიან. მადლობა მინდა ვუთხრა იმ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და გვერდში დაგვიდგა. ქომაგები არ გაჩერებულან და ყველას ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნეს“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუსტალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინზე ისაუბრა.

„ყველას მადლობა, რომ აქამდე მოვედით. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნიდერლანდებში კარგ გუნებაზე გავემგზავროთ. დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ძალიან რთული გზა გველის, მაგრამ ეს რთული გზაც სასიამოვნოა, რადგან აქამდე მივედით“.

19 იანვარს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში ჩაატარებს. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

 

ევრო 2022 ფინალური ეტაპის კალენდარი

ტური 1

22 იანვარი. 17:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

საქართველო – აზერბაიჯანი

 

ტური 2

26 იანვარი. 20:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

ბოსნია – საქართველო

 

ტური 3

29 იანვარი. 20:30. გრონინგენიმარტინიპლაზა

საქართველო – ესპანეთი