ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ნიდერლანდებთან ტრავმის გამო ცხრა მოთამაშე დაგვაკლდება #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ნიდერლანდებთან ტრავმის გამო ცხრა მოთამაშე დაგვაკლდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ნიდერლანდებთან გასამართ ორ ამხანაგურ მატჩზე – ეს ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ევრო 2022-ის შემდეგ პირველი თამაშები იქნება.

„კარგი სპარინგი გამოგვივა, რადგან ნიდერლანდების ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ ძლიერი ნაკრებია. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს, რადგან ბევრი მოთამაშეა ტრავმირებული.

ამის გამო ძირითადი ბირთვის 9 ფეხბურთელი არ გვეყოლება. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ვცდილობთ, რომ ეს ფაქტი დადებითად გამოვიყენოთ და საქმეში ის ფეხბურთელები ვნახოთ, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო არ ეძლეოდათ.

ეს კარგია – ბევრ მოთამაშეს დასამატკიცებელი აქვს, რომ ნაკრებში თამაშის ღირსია. კარგი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე რაც უფრო მეტ თამაშს ჩავატარებთ და ყველა ფეხბურთელს საქმეში ვნახავთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ პირველად შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი, 10 და 11 აპრილს, ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებთან ორ შეხვედრას გამართავს.

დატოვე კომენტარი