ფუტსალი | ორი ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან - ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის შემდეგ პირველად 10 აპრილს ითამაშებს #1TVSPORT
ფუტსალი | ორი ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან - ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის შემდეგ პირველად 10 აპრილს ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ პირველად შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, 10 და 11 აპრილს, ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებთან ორ შეხვედრას გამართავს. სფფ-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა მოახლოებული თამაშებისთვის მზადება თბილისში დაიწყო, ამსტერდამში კი გუნდი 14 ფეხბურთელით გაემგზავრება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი) ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), ფუმასა (ლილი, საფრანგეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (უვდ-დინამო, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი).

10-11 აპრილი, ამსტერდამი

ნიდერლანდები – საქართველო