ფურკადისთვის ოსტერსუნდის მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს
ფურკადისთვის ოსტერსუნდის მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს

ფრანგი ბიატლონისტი სიმონ ფურკადი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ბოლო ასპარეზობებისას კარგად გამოვიყურები, მაგრამ არა ისე კარგად, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო. მე უფრო კარგად გამოსვლა მსურს“, – ციტირებს ფურკადს გამოცემა სკი-ნორდიკი (Ski-Nordique). – „ჩემთვის მსოფლიო ჩეპიონატი დამთავრებულია. ახლა მსოფლიო თასის ეტაპისთვის მოვემზადები, რომელიც ოსლოში გაიმართება. სურვილი მქონდა, კარიერა 2020 წელს, ანტჰოლცში დამემთავრებინა. სწორედ იქ გაიმართა ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. არ გამოვრიცხავ, რომ ოსტერსუნდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო აღმოჩნდეს“.

სიმონ ფურკადი მსოფლიოს საერთო ჩათვლაში 35-ე ადგილს იკავებს (169 ქულით).