ფრიდრიხ მერცი - შემდგომი ნაბიჯები უფრო რთული იქნება, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა
შემდგომი ნაბიჯები უფრო რთული იქნება, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სიციალურ ქსელში წერს.
როგორც მერცმა აღნიშნა, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა.
„დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კარგი შეხვედრა გვქონდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება. ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა“, – წერს მერცი.