ფრე „კავკასიონი არენაზე“ - „თელავი“ „ლოკომოტივს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე „კავკასიონი არენაზე“ - „თელავი“ „ლოკომოტივს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის პირველი მატჩი თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა ცნობილი ქართველი მსახიობის, გარდაცვლილი კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მატჩი სანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში სამი გოლი გავიდა. ანგარიში მე-6 წუთზე „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა ულად-ომარ იმრანმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრეს – მე-15 წუთზე „ლოკომოტივის“ კარი მიხეილ ბაშელეიშვილმა გაათანაბრა, ხოლო 33-ე წუთზე „თელავი“ ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა დააწინაურა. თბილისელებმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს და ამაშიც მაროკოელი ლეგიონერი ულად-ომარ იმრანი მონაწილეობდა. მის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ მცველს ნიკა სანდოხაძემ დაასწრო და 2:2.

საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაინაწილეს და მატჩი 2:2 დასრულდა. 11 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 15 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა და „საბურთალოს“ (17) ვერ დაეწია, ხოლო „თელავმა“ (7) ბოლო ადგილი დატოვა, ქუთაისის „ტორპედო“ (6) და „სამტრედია“ (7) ჩამოიტოვა და ქულებით მე-9 ადგილზეა.