ფრე ერთ-ერთ ლიდერთან - არველაძის „ჰალ სიტი“ „ქუინს პარკს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ერთ-ერთ ლიდერთან - არველაძის „ჰალ სიტი“ „ქუინს პარკს“ დაუზავდა #1TVSPORT

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი ფრედ დაასრულა – ქართველი მწვრთნელის გუნდი პრემიერშიფის ერთ-ერთ ლიდერს, მეხუთეადგილოსანქუინს პარკ რეუინჯერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა.

ჰალ სიტიმ“ გასულ ტურში გასვლაზე „შეფილდთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა, მაგრამ მისმა კონკურენტმა „კარდიფმა“ მოიგო და „ჰალ სიტი“ მე-20 ადგილზე დააქვეითა. ამდენად, შოთა არველაძისთვის პრემიერშიფის 33-ე ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ლოფტუს როუდზე“ გამართულ შეხვედრაში „ჰალ სიტი“ პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ გუნდთან 26-ე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში მარკუს ფორსმა გახსნა – ფინეთის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ აიღო.

მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 75-ე წუთზე მასპინძელთა მაროკოელმა შემტევმა ილიას ჩაირმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა 15 წუთი დაამატა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

33 ტურის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 34 ქულა დააგროვა, ისევ მე-20 ადგილზეა და ვერ დაეწია „კარდიფს“ (36 ქულა), რომელმაც შინ „ბლეკპულთან“ ასევე ფრედ (1:1) ითამაშა.