ფრანკ დე ბური - საქართველოს ტაქტიკა მოულოდნელი იყო, მაგრამ ფლანგების ხარჯზე თამაში გამოვასწორეთ #1TVSPORT
ფრანკ დე ბური - საქართველოს ტაქტიკა მოულოდნელი იყო, მაგრამ ფლანგების ხარჯზე თამაში გამოვასწორეთ #1TVSPORT

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა საქართველოსთან მოგებული (3:0) მატჩი შეაფასა.

„თამაში კარგად დავიწყეთ და გოლი სწრაფად გავიტანეთ. ამის შემდეგ, ხშირად შეცდომებს ვუშვებდით. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებს კარგი საგოლე შესაძლებლობები ჰქონდა. შემდეგ კი კიდევ ერთი გავიტანეთ და სიტუაცია გამოვასწორეთ. ჩვენს თამაშში რამდენიმე კარგი მომენტი ვნახე. ვცდილობდით, რიცხობრივი უპირატესობა მოგვეპოვებინა და ფლანგებზე ზეწოლა სისწრაფის ხარჯზე მოგვეხდინა. ცოტა დამაბნეველი ის იყო, რომ საქართველო ბოლო წლებში ყოველთვის 4-3-3 სქემით თამაშობდა, ახლა კი მოულოდნელად თამაში 5-3-2 სისტემით იგივე თავდამსხმელებით დაიწყო. ამიტომ ვიფიქრე, რომ ფლანგებზე სივრცეები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. ამის შესახებ ფეხბურთელებს შესვენების დროს ვუთხარი. ამის ხარჯზე, მეორე ტაიმში ფეხბურთისთვის მეტი დრო დაგვრჩა“, – ამბობს ფრანკ დე ბური.

მისი აზრით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგობა ვაუტ ბერგჰორსტის მეორე გოლმა გატეხა:

„როდესაც შესვენების შემდეგ მინდორზე გადიოდა, ვუთხარი, მოვა შენი მომენტი-მეთქი. ვგრძნობდი რომ გაიტანდა. ძალიან კარგია, რომ ეს მოახერხა. ამ გოლიდან მალევე ის შევცვალე დონიელ მალენით, რომელმაც თამაში შეიცვალა“.

ზოგადად, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი კმაყოფილი იყო ენსხედეში გამართული თამაშით:

„ამოცანები, რომელთა შესრულებაც გვსურდა, უმეტეს შემთხვევაში, შევასრულეთ. მეც ვნახე ლამაზი კომბინაციები, გაუმჯობესებული თამაში ბურთის ფლობის კუთხით. ახლა ჩვენ გვაქვს ერთი კვირა, რომ ყურადღება უკრაინასთან მატჩზე გავამახვილოთ. ამ მატჩისთვის მზად ვართ“.

დატოვე კომენტარი