ფლორიან ვირტცი ერთი წლით „ლევერკუზენში“ რჩება #1TVSPORT
ფლორიან ვირტცი ერთი წლით „ლევერკუზენში“ რჩება #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი არ დატოვებს ამ ზაფხულს გერმანიის ახალი ჩემპიონის რიგებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული, პირველ რიგში, „ბაიერნი“. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

როგორც წყარო წერს, 20 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა მომდევნო სეზონი „ლევერკუზენში“ გაატაროს. ის არ გამორიცხავს 2025 წლის ზაფხულში „ბაიერნში“ გადასვლას. ამასთან, ვირტცი მიუნხენურ კლუბს გარდამავალ ეტაპად განიხილავს საზღვარგარეთ რომელიმე დიდ კლუბში გადასვლის წინ.

ამ სეზონში ვირტცმა ყველა ტურნირზე 43 მატჩში 17 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.