ფლორიან ვირტცი ჩამოყალიბდა კლუბებზე, რომლებშიც კარიერის გაგრძელება სურს #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ ლიდერი ფლორიან ვირტცი კარიერის გაგრძელებისთვის მხოლოდ სამ კლუბს განიხილავს, – ამტკიცებს გერმანული გაზეთი Bild.
გამოცემის ინფორმაციით, ნახევარმცველმა უკვე შეადგინა იმ კლუბების სია, რომლებშიც პოტენციურად მზად არის სათამაშოდ. ვირტცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალ კლუბში ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგისა და „ოქროს ბურთის“ მოგების შესაძლებლობა.
ყველაზე პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევა მადრიდის „რეალი“. ვირტცი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კლუბში ექნება ყველაზე კარგი შანსი გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
ასევე საინტერესო ვარიანტი შეიძლება გახდეს „მანჩესტერ სიტი“, სადაც პეპ გვარდიოლა აპირებს ვირტცისგან ახალი დე ბრუინი შექმნას.
ვირტცისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ვარიანტია – „ბაიერნი“. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ „ლევერკუზენს“ ჯერ ისევ სურს ნახევარმცველის შენარჩუნება.