„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა („ფიტჩი“) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

„ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვების შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბრიფინგზე მედიასთან ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოშიც „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.