„ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდას ანაკლიის პორტსაც უკავშირებს
„ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდას ანაკლიის პორტსაც უკავშირებს

„ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელი ზრდაა. ამის შესახებ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.

„ფიტჩი“ აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს შემცირდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4 პროცენტამდე) მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების გამო.

„მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება 2019-2020 წლებში საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტამდე – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად“, – აღნიშნავენ სარეიტინგო კომპანიაში.

„ფიტჩის“ პროგნოზით, გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიც და 2019 წლის ბოლოსთვის 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.