„ფიორენტინას“ ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
„ფიორენტინას“ ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს

ამერიკელი მილიარდერი როკო კომისო 150 მილიონ დოლარად შეიძენს „ფიორენტინას“, – ამის შესახებ წერს გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ (The New York Times).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია, ოფიციალურად კი ამის შესახებ ორშაბათს გამოცხადდება. კომისოს წარმომადგენლებმა და „ფიორენტინამ“ უარი თქვეს კომენტარზე.
იტალიური კლუბის მფლობელებმა – ძმებმა ანდრეა და დიეგო ვალეებმა „ფიორენტინას“ გაყიდვა გადაწყვიტეს ფანებთან უთანხმოების გამო. კერძოდ, გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ გუნდის ლიდერების გაყიდვით და უფრო მეტ ინვესტიციას ითხოვენ.

სერია A-ში „ფიორენტინა“ მე-15 ადგილზე იმყოფება.