„ფინიქსისა“ და „ატლანტას“ შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიდო
კორონავირუსის პანდემიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას არაერთი პრობლემა უკვე შეუქმნა. ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, პროტოკოლის დარღვევის ან ინფიცირების შემთხვევების გამო უკვე გადაიდო რამდენიმე შეხვედრა. „ვაშინგტონისა“ და „იუტას“ დღეს გასამართი მატჩი სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ტესტირებამ არაერთი ინფიცირებული გამოავლინა, რამაც ამ დაპირისპირების გამართვა შეუძლებელი გახადა.
ანალოგიური პრობლემის გამო ჩაიშალა „ფინიქსისა“ და „ატლანტას“ მატჩიც. ადრიან ვოჟნაროვკის ინფორმაციით, „სანსის“ კალათბურთელებმა პროტოკოლის წესები დაარღვიეს, გარდა ამისა რამდენიმე სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ლიგის ხელმძღვანელობამ აღნიშნული მატჩიც გადადო.
Contact tracing with Phoenix players is a factor because Suns played the Wizards on Monday, per sources. Wizards have positive tests on roster. https://t.co/C8DUWVOQxs
— Adrian Wojnarowski (@wojespn) January 13, 2021