ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას განაგრძობს
ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას განაგრძობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას.

„ამჯერად, სამინისტრომ სტრატეგიის პროექტი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განიხილა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე mof.ge. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი.

ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე [email protected]“, – აცხადებენ უწყებაში.

საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.