ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის პირობებში. მხარეებმა მიმოიხილეს ის სფეროები, სადაც მომავალ წლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის, მნიშვნელოვანია პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე, უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართულია 2.7 მლრდ აშშ დოლარი.