„ფილადელფიამ“ ბენ სიმონსს ახალი ხუთწლიანი სოლიდური კონტრაქტი შესთავაზა
„ფილადელფიამ“ ბენ სიმონსს ახალი ხუთწლიანი სოლიდური კონტრაქტი შესთავაზა

„ფილადელფიამ“ მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე რამდენიმე სვლა უკვე განახორციელა. გუნდი დატოვა ჯიმი ბატლერმა, რომელიც „მაიამი ჰიტს“ შეუერთდა, მის მაგივრად კი „ფილიში“ ფლორიდული გუნდიდან ჯოშ რიჩარდსონი მივიდა.

ასევე, „ფილადელფიამ“ ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ალ ჰორფორდს. ამასთან ერთად, გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა ტობაიას ჰარისმა. ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, გუნდმა ბენ სიმონსს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, ავსტრალიელი გამთამაშებელი $170 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. როგორც ჩანს, „ფილადელფია“ შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს.