„ფილადელფია“ ემბიდის გარეშე „მემფისთან“ დამარცხდა – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები შედგა. „ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ ჯოელ ემბიდის გარეშე „მემფისს“ უმასპინძლა და 100:116 დამარცხდა.
„გრიზლისმა“ პირველი ტაიმი ათი ქულის სხვაობით მოიგო. მესამე მეოთხედში კი თამაშის ბედი გადაწყდა (45:29) და საბოლოოდ, შეხვედრა სტუმრებმა 100:116 მოიგეს.
„მემფისმა“ გუნდური კალათბურთი აჩვენა. ათ ქულაზე მეტი შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი 17 ქულით დილონ ბრუკსი იყო. იონას ვალანჩუნასმა 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
„სიქსერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 21 ქულა ტობაიას ჰარიმსმა მიითვალა.
„ფილადელფია“ მარცხის მიუხედავად, 34 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას „ბრუკლინთან“ ერთად ლიდერობს. „მემფისი“ კი 24 მოგებითა და 23 მარცხით მე-8-9 ადგილებს „სან ანტონიოსთან“ ინაწილებს.
ჩიკაგო – ბრუკლინი 115:107
https://www.youtube.com/watch?v=h0ot_kyo-XM
კლიპერსი – ლეიკერსი 104:86
https://www.youtube.com/watch?v=0LchK42d-Gk
ბოსტონი – შარლოტი 116:86
https://www.youtube.com/watch?v=Y9VjDcs0lZI
ატლანტა – გოლდენ სტეიტი 117:111
https://www.youtube.com/watch?v=S3XPe8kKtCQ
ჰიუსტონი – ნიუ ორლეანსი 115:122
https://www.youtube.com/watch?v=sgTWZ1gq0Ik
დენვერი – ორლანდო 119:109
https://www.youtube.com/watch?v=wz78YnZQbvA