ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი გამოვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

16:09, 06.02.2026

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

მოკლე პროგრამაში საქართველო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა წარადგინა. მათი გამოსვლა 77.54 ქულით შეფასდა და 9 გუნდური ქულით მეორე ადგილზე არიან.

რიტმულ ცეკვებში იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა. მათ საქართველოს 5 ქულა შესძინეს. საერთო ჯამში, ორი დისციპლინის შემდეგ საქართველოს 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. პირველზეა აშშ (16 ქულა), ხოლო მეორე ადგილზე იტალია ასევე 14 ქულით.

მოგვიანებით მოკლე პროგრამით იასპარეზებს ანასტასია გუბანოვა, ხოლო 7 თებერვალს ნიკა ეგაძე გამოვა.

ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე 10 ქვეყანა გამოდის. ოთხი გამოსვლის ჯამში ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი გუნდი გადავა და მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

მსგავსი