ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი გამოვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა დაიწყო.

რიტუმულ ცეკვაში საქართველო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა წარადგინა. მოკლე პროგრამა მათ 78.97 ქულით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩაათვლაში 5 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდნენ.

დღეს მოკლე პროგრამით ყინულზე ასევე ვიხილავთ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულ წყვილს და ანასატასია გუბანოვას.

ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე 10 ქვეყანა გამოდის. ოთხი გამოსვლის ჯამში ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი გუნდი გადავა და მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.