ფიგურული ციგურაობა | გლებ სმოლკინი - თავისუფალ ცეკვას ველოდებით, ვფიქრობთ, არსებობს პოტენციალი, რამდენიმე პოზიციით წინ წავიდეთ #1TVSPORT

ზამთრის ოლიმპიადაზე რიტმულ ცეკვაში მოკლე პროგრამით გამოსვლის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა, გლებ სმოლკინმა კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, კარგად ვიასპარეზეთ. პროგრამის დასაწყისში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა ბოლოსკენ უკეთესები ვიყავით. შევძელით ენერგიის პოვნა და მხიარული შესრულება. საოცარი მხარდაჭერა იყო, აშკარად მოეწონათ და ეს ძალიან კარგია. გუნდურ ასპარეზობაშიც „ამერიკული მთები“ გამოვიარეთ, მედალთან ახლოს ვიყავით, ვქომაგობდით ჩვენს თანაგუნდელებს და ინდივიდუალური გამოსვლისას ცოტა დაღლილობაც ვიგრძენით, თუმცა ეს არაფერია.

ახლა თავისუფალ ცეკვას ველოდებით. ვფიქრობთ, ძალიან ძლიერი მასალა გვაქვს და არსებობს პოტენციალი, რომ რამდენიმე პოზიციით წინ წავიდეთ“, – განაცხადა სმოლკინმა.

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი რიტმული ცეკვის მოკლე პროგრამაში 77.15 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. თავისუფალ პროგრამას წყვილი 11 თებერვალს წარადგენს.