ფიგურული ციგურაობა | დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა ზამთრის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამით გამოვა #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში დღეს ქალთა შორის მოკლე პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა.
მოკლე პროგრამით გამოსვლები 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ქალთა შეჯიბრებაში 29 სპორტსმენი მონაწილეობს, საიდანაც თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლებას 24 საუკეთესო მოიპოვებს.
გუბანოვა უძლიერესთა ჯგუფშია და ყინულის მოედანზე 26-ე ნომრად გამოვა.
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც, საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.