ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამით გამოვიდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას 71.77 ქულა ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა დაიმსახურა, ხოლო ჯამურად მოპოვებული 209.99 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების წევრმა გააუმჯობესა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი, პეკინში ის მეათე იყო.
ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ (226.79 ქულა) გახდა. მეორე ადგილზე გავიდა იაპონელი კაორი საკამოტო (224.90 ქულა), ხოლო მესამე პოზიცია ასევე იაპონელმა, ამი ნაკაიმ (219.16 ქულა) დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა გუბანოვას გამოსვლით ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაშიც და მეოთხე ადგილი დაიკავა.