ფიფა-მ წლის მოთამაშის პრიზზე ნომინანტები შეარჩია
ფიფა-მ წლის მოთამაშის პრიზზე ნომინანტები შეარჩია

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა ნომინანტები 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე:

ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი, ბაიერნი/ ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი), სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (არგენტინა, არგენტინა), ნეიმარი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი), სერხიო რამოსი (ესპანეთი, რეალი), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული).

ქალებს შორის ნომინანტები არიან:

ლუსია ბრონზი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი), დელფინ კასკარინო (საფრანგეთი, ლიონი), კაროლინა იანსენი (ნორვეგია, ბარსელონა), პერნილა ჰარდერი (დანია, ჩელსი), ჯენი ერმოსო (ესპანეთი, ბარსელონა), სემ კერი (ავსტრალია, ჩელსი), ჩი სიუინი (სამხრეთ კორეა, ჩელსი), საკი კუმაგაი (იაპონია, ლიონი), ჯენიფერ მაროჟანი (გერმანია, ლიონი), ვივიან მიდემა (ნიდერლანდები, არსენალი), ვენდი რენარი (საფრანგეთი, ლიონი).

მამაკაცთა სია ეფუძნება მათ გამოსვლას 2019 წლის 20 ივლისიდან ამა წლის 7 ოქტომბრამდე, ქალების – 2019 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.

გულშემატკივრების, ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმის მიცემის შედეგად, მოგვიანებით დასახელდება სამ-სამი ფინალისტი.

დაჯილდოვების ცერემონია 17 დეკემბერს ციურიხში გაიმართება.