ფიფა-ს სიმბოლური ნაკრების 23 პრეტენდენტი გამოცხადდა #1TVSPORT
ფიფა-ს სიმბოლური ნაკრების 23 პრეტენდენტი გამოცხადდა #1TVSPORT

გამოცხადდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ვერსიით წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტები. სიაში 23 ფეხბურთელია:

მეკარეები – ალისონი (ლივერპული), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი/პასი სენ-ჟერმენი), ედუარ მენდი (ჩელსი);

მცველები – დავიდ ალაბა (ბაიერნი/რეალი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), დანი ალვეში (სან პაულუ/ბარსელონა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი (ორივე – ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟორჟინიო, ნ’გოლო კანტე (ორივე – ჩელსი);

ფორვარდები – ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი/მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი/ჩელსი), ლიონელ მესი (ბარსელონა/პასი სენ-ჟერმენი), ნეიმარი, კილიან მბაპე (ორივე – პასი სენ-ჟერმენი).

მეკარე, სამი მცველი, სამი ნახევარმცველი და სამი ფორვარდი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, სიმბოლურ ნაკრებს ჩამოაყალიბებენ. გუნდში დარჩენილ ერთ ადგილს მიღებს ფეხბურთელი, რონელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს პირველი ათის შემდეგ. შემადგენლობა გამოცხადდება 17 იანვარს, ფიფა-ს პრემიის The Best-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე.