ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში ესპანეთი ახალი ლიდერი გახდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ახალი ლიდერი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. სწორედ არგენტინა იყო წინა ლიდერი, რომელიც მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა.
მთავარი ვარდნა გერმანიის ნაკრებს ჰქონდა, რომელიც ტოპათეულიდან გავარდა, მთავარი წინსვლის ავტორი გახდა ნორვეგია – სკანდინავიელებმა 12 ადგილი მოიგეს და ტოპოცეულში შევიდნენ.
საქართველოს ნაკრებს პოზიცია არ შეუცვლია და 72-ე ადგილზეა.
ფიფა-ს რეიტინგის ტოპოცეული ასე გამოიყურება:
1(2). ესპანეთი – 1995.88
2(1). არგენტინა – 1970.37
3(3). საფრანგეთი – 1948.97
4(4). ინგლისი – 1922.83
5(6). ბრაზილია – 1804.92
6(7). მაროკო – 1803.99
7(5). პორტუგალია – 1787.85
8(9). ბელგია – 1778.36
9(8). ნიდერლანდები – 1775.54
10(14). მექსიკა – 1754.30
11(13). კოლუმბია – 1739.89
12(8). გერმანია – 1726.22
13(11). ხორვატია – 1723.05
14(19). შვეიცარია – 1710.88
15(12). იტალია – 1704.73
16(17). აშშ – 1690.33
17(18). იაპონია – 1673.68
18(15). სენეგალი – 1653.43
19(31). ნორვეგია – 1651.29
20(16). ურუგვაი – 1634.70