ფიფა-მ პუშკაშის პრემიის ნომინანტები დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
ფიფა-მ პუშკაშის პრემიის ნომინანტები დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაქვეყნა პრეტენდენტთა სია 2021 წელს ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიაზე. ჯილდოს იღებს წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი.

პრიზისთვის იბრძოლებს 11 ფეხბურთელი: ლუის დიასი (პორტუ), გოტიე ენი (მეცი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი/სევილია), ვალენტინო ლაზარო (ინტერი/ბენფიკა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), სანდრა ოვუსუ-ანსა (სპარტაკი, სუბოტნიცა), ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი), დანიელ სანჩესი (ბლექბერნი), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი), მეჰდი თარემი (პორტუ), კეროლაინ ვეირი (მანჩესტერ სიტი).

ხმის მიცემა მიმდინარეობს ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. სამი ფინალისტის ვინაობა იანვრის დასაწყისში გახდება ცნობილი.