ფიფა-მ ისტორიაში პირველად ფინალისწინა პრესკონფერენციაზე დასასწრები ბილეთები გაყიდა #1TVSPORT

08:13, 18.07.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) პირველად ისტორიაში მოაწყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისწინა პრესკონფერენცია გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს. ამის შესახებ იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ი.

ფიფამ უარი თქვა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მატჩამდე ერთი დღით ადრე იმართება და კომერციულ პარტნიორთან, Fanatics-თან ერთად ორგანიზება გაუკეთა ოთხდღიან ღონისძიებას, რომლის ფარგლებში გულშემატკივრებს შეეძლოთ შეხვედრა მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან.

სრული საოჯახო აბონემენტი იყიდებოდა 857 დოლარად, ხოლო ერთი ბილეთის ფასი, რომელიც მხოლოდ პრესკონფერენციაზე იყო მოქმედი, 81 დოლარი ღირდა.

პრესკონფერენციაში, რომელიც 17 ივლისს გაიმართა, ფინალისტი ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს მონაწილეობა, ოღონდ გულშემატკივრებს კითხვის დასმა არ შეეძლოთ. ღონისძიებას ნიუ იორკის საგამოფენო ცენტრი – Javits Center-ი მასპინძლობდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მსგავსი