ფიფა-მ არგენტინის ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT
ფიფა-მ არგენტინის ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შეწყვეტილ მატჩთან დაკავშირებით ბრაზილიასა და არგენტინას შორის.

2021 წლის 5 სექტემბერს გასამართი ეს შეხვედრა სტარტიდან რამდენიმე წუთში შეწყდა, როცა მინდორზე ადგილობრივი სანიტარული სამსახურის წევრები შევიდნენ და მოედანზე არეულობა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, პრემიერლიგაში მოთამაშე ოთხმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრაზილიაში ჩასვლისას აუცილებელი კარანტინი არ გაიარა. ეს მოთამაშეები აღმოჩდნენ ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, ჯოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო. აქედან ორი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მოგვიანებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მატჩი უნდა გადათამაშდეს და მის თარიღსა და ჩატარების ადგილს ფიფა განსაზღვრავს.

გარდა ამისა, საერთაშორისო ფედერაციამ ბრაზილიისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციები ჯამში 800 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა, აგრეთვე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, ჯოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო მატჩების საერთაშორისო პროტოკოლის იგნორირებისთვის.