ფიფა განიხილავს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებისა და მონაწილეთა რიცხვის გაზრდის იდეას #1TVSPORT
ფიფა განიხილავს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებისა და მონაწილეთა რიცხვის გაზრდის იდეას #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) აპირებს, განიხილოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გაფართოების შესაძლებლობა.

ბრიტანული გაზეთის, The Guardian-ის ინფორმაციით, ფიფა შეაფასებს ტურნირის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას 2029 წლიდან მოყოლებული. ჩემპიონატებს შორის ფანჯრის შემცირების იდეით გამოვიდა „რეალი“, ხოლო იმ კლუბებმა, რომლებმაც გამოტოვეს წელს პირველი გათამაშება – „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ნაპოლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ – მხარი დაუჭირეს მადრიდელთა ინიციატივას.

ასევე განიხილება მონაწილეთა რიცხვის გაზრდა (32-დან 48-მდე) და უარის თქმა „ერთი ქვეყნიდან, მაქსიმუმ, ორი კლუბის“ წესზე.

გადატვირთული კალენდრის კრიტიკის ფონზე ფიფა-მ, შეიძლება, განიხილოს ივნისის სანაკრებო მატჩების გაუქმება, თუმცა ეს აუცილებლად გამოიწვევს უეფა-ს მხრიდან წინააღმდეგობას, რომელიც ზაფხულში ატარებს ერთა ლიგის ფინალურ სტადიას.