ფიფა დაინტერესებულია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე 64 გუნდის თამაშით #1TVSPORT
ფიფა დაინტერესებულია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე 64 გუნდის თამაშით #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მზად არის, ჩაატაროს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი 64 გუნდით. ამის შესახებ წერს არგენტინული გამოცემა Ole.

წყაროს ცნობით, ფიფა მხარს დაუჭერს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (კონმებოლ-ი) წინადადებას მონაწილე გუნდების სარეკორდო რაოდენობამდე გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ჩამოყალიბდება 16 ჯგუფი თითოში ოთხი გუნდით. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და პლეი ოფი 1/16-ფინალიდან დაიწყება.

ჩემპიონატს უმასპინძლებს ექვსი ქვეყანა: ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი. სამი ქვეჯგუფის მატჩები მთლიანად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში ითამაშებს 48 გუნდი.