ფიბა-ს ხელმძღვანელობამ ევრობასკეტისთვის მშენებარე არენა დაათვალიერა [ფოტო/ვიდეო] #1TVSPORT

თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ფიბა-ევრპის დელეგაცია მისი აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ხელმძღვანეობით.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ვრობასკეტი 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესს. სტუმრები კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდნენ „სპორტმშენსერვისისა“ და „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებს.

კამილ ნოვაკთან ერთად თბილისში იმყოფებიან ფიბა-ევროპის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საკის კონტოსი და ნიკ მარზოლი.

სტუმრებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს, 29 მარტს სპორტულ მედიასთან ერთად დაათვალიერა მშენებარე არენა.

gbf.ge