ფიბა-მ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა - შეგინახოთ წყვილი ბილეთი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის? #1TVSPORT
ფიბა-მ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა - შეგინახოთ წყვილი ბილეთი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის? #1TVSPORT

26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებს“ მხარდაჭერის სიტყვით მიმართეს შოთა არველაძემ, იანის ანტეტოკუნმპომ, ზაზა ფაჩულიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ…

ხვიჩა კალათბურთის დიდი გულშემატკივარია, შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ იყო მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის მისდამი მიმართვა: ფიბა-მ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. კომენტერებში კი კვარაცხელიას მიმართა:

შეგინახოთ წყვილი ბილეთი @kvara7?

მსოფლიო პირველობა 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში გაიმართება – ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში.