ფერნანდო ალონსომ ფორმულა ერთში კარიერა დაასრულა
ფერნანდო ალონსომ ფორმულა ერთში კარიერა დაასრულა

ფერნანდო ალონსომ ფორმულა ერთში კარიერა დაასრულა და „მაკლარენთან“ კონტრაქტს სეზონის ბოლოს გაწყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ალონსო დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელად ითვლება, 37 წლის სპორტსმენს ხუთი წელია არც ერთი რბოლა არ მოუგია.

მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი მომავალი სეზონიდან „ინდიქარის სერიებში“ ჩაერთვება.

ზუსტად ერთი კვირის წინ „რედ ბულმა“ უარი განაცხადა ალონსოსთან კონტრაქტის გაფორმებაზე. „ის სადაც მიდის ყველგან ქაოსს ქმნის,“ – ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება კრისტიან ჰორნერმა, რომელიც „რედ ბულის“ გუნდის დირექტორია.

ის ფაქტი, რომ ფერნანდო ალონსო „ფერარიდან“ „მაკლარენ-ჰონდა“-ში გადავიდა და მისი კარიერისთვის კარგი ნამდვილად არ გამოდგა.

წელს ალონსო საკმაოდ კარგად ასპარეზობდა და „მაკლარენის“ 52 ქულიდან 44 სწორედ მის ანგარიშზე იყო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა იმისთვის, რომ მას კარიერა გაეგრძელებინა.

ესპანელმა კარიერის დასრულების შესახებ „ტვიტერზე“ ვიდეო გამოაქვეყნა – „მსურს კარიერა მაშინ დავასრულო, როდესაც საუკეთესო ფორმაში ვარ და გულშემატკივარს ასეთად დავამახსოვრდე.“