ფერმინ ლოპესი ტრავმის გამო სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარმცველ ფერმინ ლოპესის ტრავმის შესახებ.
22 წლის ესპანელმა დაზიანება 21 სექტემბერს მიიღო – ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში „ხეტაფეს“ (3:0) წინააღმდეგ.
როგორც „ბარსელონას“ პრესსამსახური იტყობინება, ლოპესმა მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა და დაახლოებით სამი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.
ახალ სეზონში ფერმინმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.