ფეხბურთი | ვაჟა თარხნიშვილი „აქტობეს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT
ვაჟა თარხნიშვილი მენეჯერულ საქმიანობას ყაზახეთის ჩემპიონატში, საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სპორტულ დირექტორად გააგრძელებს – ინფორმაციას ყაზახური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
გორის „დილას“ აღზრდილმა მცველმა საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი ტირასპოლის „შერიფში“ გაატარა – თარხნიშვილი გუნდის კაპიტნის რანგში 11-ჯერ მოლდოვის ჩემპიონი გახდა, არის მოლდოვის თასის შვიდგზის და სუპერთასის ოთხგზის გამარჯვებული, ხუთჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
კარიერის დასრულების შემდეგ, 2012-2024 წლებში თარხნიშვილი „შერიფის“ სპორტული და გენერალური დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. მისი საქმიანობის პერიოდში ტირასპოლელებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხეს.