ფეხბურთი | უეფა „ბენფიკასა“ და „რეალის“ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა #1TVSPORT

15:35, 18.02.2026

უეფა „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის ჩატარებულ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს ოფიციალურად გამოეხმაურა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ვინისიუს ჟუნიორისა და ჯანლუკა პრესტიანის ეპიზოდზე მოკვლევა დაწყებულია.

„„ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის გამართული მატჩის ოფიციალური ანგარიშები ამ დროისთვის შესწავლის პროცესშია. როგორც კი კონკრეტული ფაქტი დაფიქსირდება, შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება. თუ საქმე დისციპლინურ სანქციებამდე მივა, ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური მატჩის მეორე ტაიმში ვინისიუსი მთავარ მსაჯთან, ფრანსუა ლეტესიესთან მივიდა და აცნობა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ მის მიმართ რასისტული მიმართვა გამოიყენა.

მსგავსი