„რეალმა“ ლისაბონში მოიგო, მოურინიო გააძევეს, ვინისიუსი რასისტულ სკანდალში გაეხვა [ვიდეო] #1TVSPORT

06:33, 18.02.2026

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სტუმრად ლისაბონში დაამარცხა „ბენფიკა“ – 1:0. ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ვინისიუსმა გაიტანა, რომელმაც 50-ე წუთზე კილიან მბაპეს პასით გამოიჩინა თავი.

მატჩი სკანდალით აღინიშნა – ბრაზილიელის გოლის შემდეგ ვინისიუსი რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

გარდა ამისა, „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 85-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათ მიიღო და გამოტოვებს „რეალთან“ განმეორებით შეხვედრას, რომელიც 25 თებერვალს მადრიდში გაიმართება.

 

ფაქტები

* ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 31-ე გოლი გაიტანა, კაკას გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა ბრაზილიელებს შორის. ლიდერობს ნეიმარი 43 გოლით.

* ალვარო არბელოას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ვინისიუსმა რვა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩაბი ალონსოს მწვრთნელობისას ბოლო ცხრა მატჩში ბრაზილიელს 1+1 ჰქონდა.

* „რეალმა“ ცხრავე მატჩში შეძლო გოლის გატანა, რაც გუნდში არბელოა მივიდა.

* „რეალმა“ ბოლო რვა მატჩში შვიდჯერ მოიგო.

მსგავსი