ფეხბურთი | „სპორტინგის“ მწვრთნელი – გიორგი ქოჩორაშვილი აშკარად გაიზარდა და გუნდსაც უკეთ შეეწყო #1TVSPORT

11:47, 05.12.2025

პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასთან“ გასვლითი მატჩის წინ „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორხესმა პრესკონფერენცია გამართა. მოახლოებული შეხვედრის გარდა, მან გუნდის სამ საყრდენ ნახევარმცველზე ისაუბრა და გიორგი ქოჩორაშვილი დადებით კონტექსტში ახსენა.

„ჟოაო სიმოესი შესანიშნავ ფორმაშია და კარგი მატჩები ჩაატარა, იმედია, ასეც გააგრძელებს. მოუმატა ჰიდემასა მორიტამაც, გიორგი ქოჩორაშვილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა – მას გუნდთან და „სპორტინგის“ თამაშის სტილთან ადაპტაციის კუთხით აშკარა პროგრესი აქვს.

სამივე ნახევარმცველს ექნება დრო და შესაძლებლობა, რომ ეს პროგრესი აჩვენონ. მიხარია, რომ სიმოესი, მორიტა და ქოჩორაშვილი ასე იზრდებიან“, – განაცხადა „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა.

პორტუგალიის ლიგის მე-13 ტურის მთავარი დაპირისპირება „ბენფიკასა“ და „სპორტინგს“ შორის პარასკევს, თბილისის დროით 23:55 საათზეა დაგეგმილი. სატურნირო ცხრილში „სპორტინგი“ (31 ქულა) მეორეა და „ბენფიკას“ სამი ქულით ასწრებს.

მსგავსი