ფეხბურთი | შოთა მახარაძე მოლდოვაში 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს #1TVSPORT
ფეხბურთი | შოთა მახარაძე მოლდოვაში 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს #1TVSPORT

მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატის 2025 წლის ლაურეატთა დაჯილდოების ღონისძიებაზე საფეხბურთო კლუბ „პეტროკუბის“ ქართველ მთავარ მწვრთნელს, შოთა მახარაძეს წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადასცეს.

45 წლის სპეციალისტმა „პეტროკუბი“ 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა. გუნდმა რეგულარული სეზონი 48 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო ჯგუფში, რომელიც მარტში განახლდება, ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას.

გადამწყვეტი მატჩებისთვის „პეტროკუბი“ თურქეთში მოემზადება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონთან, თბილისის „იბერიასთან“ – შეხვედრა ბელეკში 12 თებერვალსაა დაგეგმილი.

შოთა მახარაძე მოლდოვაში 2018 წლიდან მუშაობს. თავიდან ტირასპოლის „შერიფის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, ამჟამად კი, „პეტროკუბის“ გარდა, მოლდოვის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობს.