ფეხბურთი | „სანტოსი“ ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა და კოპა სუდამერიკანას საგზური მოიპოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | „სანტოსი“ ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა და კოპა სუდამერიკანას საგზური მოიპოვა #1TVSPORT

ნეიმარის „სანტოსმა“ ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში, სერია A-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. სეზონის დასკვნით შეხვედრაში გუნდმა საკუთარ მოედანზე „კრუზეირო“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.

საბოლოოდ, „სანტოსმა“ ჩემპიონატი 47 ქულით დაასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა არა მხოლოდ უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად, არამედ კოპა სუდამერიკანის საგზურის მოსაპოვებლადაც.

„სანტონის“ წარმატებული სვლის მთავარი მოქმედი პირი ნეიმარი იყო, მან ბოლო ოთხ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ტრავმირებული მუხლით თამაშობდა.

გამარჯვების შემდეგ ნეიმარმა კომენტარიც გააკეთა: „გავაგრძელებ თუ არა კარიერას „სანტოსში?“ ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ახლა მხოლოდ დასვენება, სამოგზაუროდ წასვლა და, სულ მცირე, ერთი კვირით ფეხბურთისგან განტვირთვა მინდა. მომავალზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებ, თუმცა ცხადია, რომ ჩემი გული მუდამ „სანტოსს“ ეკუთვნის“.

ნეიმარმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაა. ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია იქნებიან.