ფეხბურთი | სადიო მანემ სანაკრებო კარიერის დასრულება დაადასტურა #1TVSPORT
ფეხბურთი | სადიო მანემ სანაკრებო კარიერის დასრულება დაადასტურა #1TVSPORT

სენეგალის ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, სადიო მანემ დაადასტურა სანაკრებო კარიერის დასრულება აფრიკის თასის ფინალის შემდეგ. სენეგალმა კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ მატჩში დამატებით დროში 1:0 მოუგო მაროკოს.

„თუ არ ვცდები, მე უკვე ვილაპარაკე ამაზე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ ყველაფერი კარგად წავა, მე ამაზე გავჩერდები. ვფიქრობ, შეიძლება მომავალი თაობის იმედი გვქონდეს, ისინი გაუმკლავდებიან ამოცანას, და მე მათი მე-12 მოთამაშე ვიქნები“, – მოჰყავს მანეს სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.

სადიო მანე აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 33 წლის თავდამსხმელმა ტურნირის შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.